SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
როგორ უნდა დასაქმდეთ გერმანიაში 3 თვით ლეგალურად - შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებს
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებ-გვერდზე 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე;

  • გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;

  • ფიზიკური ჯანმრთელობა;

  • მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;

  • ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;

  • გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია ერთმა წევრმა მაინც შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.

  • სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

სამუშაო დრო გულისხმობს 5-6 დღეს კვირაში და 8-10 საათს დღეში. მინიმალურ ხელფასად კი საათში 9.50 ევროა (დარიცხული) განსაზღვრული, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე workabroad.gov.ge გაივლის (გააქტიურდება 15 თებერვლიდან).

რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გერმანიაში გამგზავრებამდე გაფორმდება
“, – განაცხადეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება უფასოა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს დღეს შეხვდა. მხარეებმა გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე ისაუბრეს.

„გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები სამი თვითაა განსაზღვრული. ეს მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული ცოდნის გაცვლისკენ და საქართველოში უკვე ევროპული გამოცდილების მქონე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი აქ სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები გერმანიაში დროებით სამუშაოებს შეასრულებენ, ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025betivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planıالجنسjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비iqos terea배트맨티비jojobetالجنسمشاهدة بدون تسجيل스마일퀄리티betcool girişholiganbetsahabetsahabetjojobetdiyarbakır escortMavibethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetjojobetcasinofastselçuksportshacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงenjoybetjojobetStreameastartemisbet girişpalacebetgobahisligobetcasibomgobahisBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisholiganbet 1179jojobet girişjojobet girişjojobetjojobetGrandpashabetenjoybetenjoybetenjoybetgiftcardmall/mygiftholiganbetvaycasinovaycasino girişmatbet girişroyalbetcasibombetriyalcasibomcasino sitelericasibom girişonwinwinxbetcasibomcasibom girişwbahiswbahisyakabetSekabetBetpuanUltrabet girişDinamobetVdcasinoSekabet girişMarsbahisbetkolikonwinyakabetyakabetyakabetholiganbetholiganbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortcasibom girişultrabet 2026jojobetelexbetelexbetStreameastfixbetholiganbettimebettimebettimebetvaycasinocasibomistanbul escort telegramcasibomcasibompusulabetpusulabetprizmabetbetzula영문주소betcioสล็อตเว็บตรงBetigma girişcasibomBetigmagalabetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1179jojobet girişdodobetStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomretcasinoasdsadasdasdasdasfdasfasfbahiscasinoholiganbet 1179www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetcasibom güncel girişpusulabetjojobetgrandpashabetcasibomcasibom