სააღდგომოდ კომენდანტის საათის მოქმედების დრო იცვლება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, კომენდნტის საათის მოქმედების დრო იცვლება.
გამონაკლისის სახით, მხოლოდ ერთი ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.
საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;
ასევე გადაწყდა, რომ სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.
როგორც ცნობილია, 4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.