საზოგადოება
ხანძრის გავრცელება არ ხდება - ზაქარია ენდელაძე
ადიგენში გაჩენილი ხანძრის გავრცელება არ ხდება - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი. ზაქარია ენდელაძის განმარტებით, ბოლო წლებში მომრავლებული ხანძრების გამო, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები კარგად გამოიწვრთნენ, რის გამოც დროულად მოახდინეს რეაგირება.

,,სახანძრო დროულად გამოვიდა, ადიგენის ბრიგადები ადგილზე მუშაობენ. ასევე მობილიზებულია ახალციხისა და ბორჯომის ეკიპაჟები, არა მგონია რომ დაჭირდეს, მაგრამ მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ. ადამიანური რესურსიც მზად არის, მაგრამ ხანძრის გავრცელება არ ხდება და იმედია მათი დახმარება არ დაგვჭირდება. ცოტა მოღრუბლულია და იმედია წვიმაც დაგვეხმარება დროულად ლოკალიზებაში" - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

ხანძარი, ადიგენის სოფელ შოყასთან ახლოს, დაახლოებით 13:00 სთ-თვის შენიშნეს. ცეცხლი დაახლოებით 30 მეასედს უკიდია. ამ დროისათვის მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
| Print |