ადიგენის, სოფელ შოყასთან ხანძარია
ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ შოყის თავზე, ოქროს ციხის ტყის მასივში ხანძარია. ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეებსა და ბუჩქებს ცეცხლი უკიდია. შეტყობინება სახანძრო სამსახურში გამვლელისგან შუადღისთვის შევიდა, რა დროსაც ხანძრის ჩასაქრობად ადიგენიდან ოთხი ეკიპაჟი გავიდა.
„ამ დროისათვის სიტუაცია კონტროლირებადია, ყველაფერი მობილიზებულია. ტყის ტერიტორიაზე შერეული ხეებია, ბუჩქნარი, როგორც კი შევამჩნიეთ მაშინვე გადავეცით სახანძროს,“– ამბობენ შოყაში.
ცეცხლი დაახლოებით 30 მეასედზეა გავრცელებული, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია რეგიონის სამაშველო ბრიგადები.