საზოგადოება
სოფელ შოყასთან ხანძარი ლოკალიზებულია
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოყასთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის პრესსპიკერის თქმით, ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. გიორგი თუხარელის განმარტებით, ხანძრის ქრობა დროულმა რეაგირებამ განაპირობა.

ცეცხლი შოყასთან ახლოს, 16 მაისს, დაახლოებით 13:00 საათისთვის გაჩნდა. შეტყობინება 112-ში გამვლელისგან შევიდა. ხანძარმა დაახლოებით 30 მეასედი მიწის ფართობი მოიცვა. იწვოდა ტყის მასივი და ბუჩქები. 

ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა.
| Print |