საზოგადოება
საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა - Freedom House
Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც “გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების” (Nations in Transit) მდგომარეობას მიმოიხილავს, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.
რეიტინგი 1-დან 7 ქულამდე შკალას ეფუძნება, რომელზეც 1 დემოკრატიის ყველაზე დაბალი დონის, ხოლო 7 უმაღლესი შეფასებაა. საქართველო წელს, ისევე როგორც წინა წლების ანგარიშებში, ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ხვდება. თუმცა მისი ქულა წინა წელთან (3.25) შედარებით გაუარესებულია და 3.18-ს შეადგენს.
“Nations in Transit” აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. 2021 წლის ანგარიში 2020 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიში აფასებს თითოეულ ქვეყანას 7 ინდიკატორის მიხედვით:
- ეროვნული დემოკრატიული მმართველობა
- საარჩევნო პროცესი
- სამოქალაქო საზოგადოება
- დამოუკიდებელი მედია
- ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
- სასამართლოს დამოუკიდებლობა
- კორუფცია
“საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმასთან, რაც იყო ათწლეულის წინ, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია მოვიდოდა ხელისუფლებაში საყოველთაო იმედგაცრუებისა და ავტოკრატიული ნიშნების ზრდის ფონზე”, - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.
გააზიარეთ :