საზოგადოება
დღეს ახალციხეში, საქალაქო ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქალაქო ტრანსპორტი ქალებს უფასოდ მოემსახურება.
ასევე, ვიზიტორ ქალებს უფასოდ უმასპინძლებს "ახალციხის ციხეც".
"ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებისთვის უფასო იქნება
ამასთანავე, „ახალციხის ციხე“ ვიზიტორ მანდილოსნებს უფასოდ უმასპინძლებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ქალბატონს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!"- ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ :