საზოგადოება
ბორჯომში ორ ჰექტრამდე ტყე იწვის (ვიდეო)
ბორჯომში, ეროვნულ პარკში ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ხანძრის კერა ცენტრალური გზიდან დაახლოებით, 4 კმ.-შია. რთული რელიეფის გამო, ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის კერასთან დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები მუშაობენ.

ბორჯომის მერის დავით ზაალიშვილის თქმით, ხანძარი ორ ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული. ვერტმფრენმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლო, ახლა ტერიტორიას მეხანძრე-მაშველები ხელით ამუშავებენ. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი დღეს, 31 აგვისტოს, დაახლოებით, 15:00 საათზე გაჩნდა.

| Print |