წინასაახალწლოდ წიწვოვან ხემცენარეებზე კონტროლი გამკაცრდა
11:43 / 21.12.2021
წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები დედაქალაქში ინტენსიურად ამოწმებენ სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებს.
წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, საჯარიმო სანქციები 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს, რასაც ემატება ხე-მცენარის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობაც. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 1 000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟების მიერ, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვების აღკვეთის მიზნით, 24 საათიან რეჟიმში კონტროლდება ის რეგიონები, სადაც წიწვოვანი ტყეებია. წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში. რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.