საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი უკრაინელებისთვის დონაციის აქციას იწყებს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურთან" თანამშრომლობით უკრაინის მხარდასაჭერად იწყებს დონაციის აქციას.
დონაციის აქცია გაიმართება 7 მარტს 10:00 საათიდან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.
რა უნდა იცოდე, რომ გახდე სისხლის დონორი:
- სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.
- სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.
- სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.
- სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე,
- თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
- არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი BB და c, შიდსი, სიფილისი;
- არ ხართ დაავადებული მალარიით;
- არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;
- ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
- 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ;
- არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
- ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.
- ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა;
სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოს და მიიღოს ტკბილი ჩაი;
სისხლის ჩაბარების დღეს თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან;
დონაციის დღეს დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით:
სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ;
კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ.
სისხლის ჩაბარების წინ:
ექიმი გამოჰკითხავს დონორს ჯანმრთელობის მდგომარეობას, უზომავს წნევას, დონორი ავსებსკითხვარს. ლაბორანტი ადგენს სისხლის ჯგუფს და რეზუს, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას.ჩაბარებულ სისხლს უტარდება გამოკვლევა:
- სისხლის გზით გადამდებ ინფექციებზე: აივ ინფექცია/შიდსზე, B BB და c ჰეპატიტებზე, სიფილისზე.
- სისხლის ჯგუფზე და რეზუსზე;
- სისხლში ჰემოგლობინის შემცველობაზე.
- გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად, დახურულ კონვერტებში (კონვერტს აწერიადონორის სახელი და გვარი).
გააზიარეთ :