ახალციხეში უწყვეტი აქციის 90-ე დღეა
ახალციხეში, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო, უწყვეტი საპროტესტო აქცია 90-ე დღეა გრძელდება.
პროევროპული აქციების მთავარი მოთხოვნებია: შეწყდეს მოქალაქეების დევნა მათი სამოქალაქო პოზიციის გამო, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
საპროტესტო აქციები ახალციხეში 15 იანვრიდან იმართება. ახალციხის გარდა აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებში და თბილისში.