ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე სრიალისას ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
ბაკურანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა სრიალისას მოხდა.
33 წლის მამაკაცი თხილამურიდან გადავარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბაკურიანიდან გორში გადაიყვანა.
კლინიკა ,,გორმედის" ექიმის, გია ზუმბულიძის ინფორმაციით, პაციენტს აღენიშნება წვივის ძვლების ღია მრავლობითი მოტეხილობა, მას უკვე ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და იგეგმება ქირურგიული ოპერაცია.
ზუმბულიძის განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.