საზოგადოება
ახალქალაქში 26 მაისის ღონისძიებები მიმდინარეობს

26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დილიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.

ქალაქის ცენტრში შეკრებილთათვის ამ წუთებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტს მართავენ. 17 საათსა და 10 წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნეკა სებისკვერაძე, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი და გიორგი ჭოხონელიძე იმღერებენ.

წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია „ევროპისკენ“.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 13 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 15 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.