საზოგადოება
რა შედეგით დასრულდა შრომის ინპექტორისა და "ბორჯომის" თანამშრომლების შეხვედრა?
შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრა დაასრულა. ბექა ფერაძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების გზით, პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. საქმეში ჩართულია მედიატორიც, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკებებს უზრუნველყოფს.

"პროფკავშირების" ხელმძღვანელის თქმით, დღევანდელი შეხვედრით პრობლემები არ მოგვარებულა, თუმცა გიორგი დიასამიძე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. შეთანხმებამდე "ბორჯომის" თანამშრომლები პროტესტის გამოხატვას არ წყვეტენ და კვლავ ქარხნის შესასვლელების გადაკეტვას აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის თანამშრომლები მე-7 დღეა აქციებს მართავენ. დღეს მათ ორივე ქარხანის შესასვლელი დილის 07:00 საათიდან გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მათ მუშებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც გაფიცულებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე ინციდენტი მოჰყვა.
| Print |