ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების პიკეტირება დაიწყო
ბორჯომის პირველი და მეორე ქარხანა პიკეტირებულია. გაფიცული მუშები შესასვლელებთან დილით, 7 საათზე შეიკრიბნენ. ქარხანასთან უპრეცენდენტოდ ბევრი სამართალდამცველია, მობილიზებულია როგორც საპატრულო, ისე დაცვის პოლიცია. მათ მიმართეს მუშებმა, რომ არ დადგნენ კომპანიის მხარეს და არ შეუშალონ ხელი ქარხნების პიკეტირებაში.
გაფიცული მუშების მიზანია, არ შეუშვან ადმინისტრაციის თანამშრომლები ქარხანაში. ისინი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღეს. მათი ინფორმაციით, კომპანია “აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ადმინისტრაცია სხვა რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოჰყავს მუშები, რათა ჩაანაცვლოს ქარხნის გაფიცული თანამშრომლები.