საზოგადოება
მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სულდაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს
მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, სოფელ სულდაში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაამონტაჟეს. სამუშაოები კომპანია "ჯავახ ავტოგზამ" განახორციელა. ახალქალაქის მერის მელქონ მარკარიანის თქმით, სოფლის ცენტრალურ გზაზე, 4 ბარიერი განთავსდა. სამუშაოები სულდაში დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, სოფლის ცენტრში სატვირთო ავტომობილი 7 წლის გოგონას დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ სატვირთოებს გზა გადაუკეტა და შესაბამისი სტრუქტურებისგან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება მოითხოვა. ადგილობრივებმა დრო და პირობაც დათქვეს: იმ შემთხვევაში თუ დაპირებული ბარიერები 14 ივნისამდე არ გაკეთდებოდა, ისინი გზას ისევ გადაკეტავდნენ.

დაშავებული მოზარდი ამჟამად მკურნალობის კურსს თბილისის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადის. ექიმების შეფასებით, გოგონას ჯანმრთების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
| Print |