საზოგადოება
გაფიცულ მუშებს სამინისტროების წარმომადგენლები ხვდებიან

ბორჯომში, გზის გადაკეტისთვის ემზადებიან. გაფიცული თანამშრომლები მუქარებისა და შანტაჟის შესახებ საუბრობენ. ამ წუთებში მუშებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და პრემიერის აპარატის წარმომადგენელი ხვდება.

ამ შეხვედრაზეა დამოკიდებული, გადაიკეტება თუ არა გზა და გაგრძელდება თუ არა პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გაფიცვის მე-18 დღეა მუშების მოთხოვნები კი უცვლელი. გუშინ, 15 ივნისს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა დაანონსდა.
| Print |