ბორჯომის ქარხნის მუშები ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ
ბორჯომის ქარხნის მუშები ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ. მუშების განცხადებით ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია და არც კუთვნილი 2 თვის ნამუშევარი ხელფასები ჩარიცხვიათ, სწორედ ამის გამო იგეგმება გზის გადაკეტვა.
"მიუხედავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არავინ შეხმიანებია და არც კუთვნილი 2 თვის ნამუშევარი ხელფასები ჩარიცხვიათ.
სამწუხაროდ, თითოეული გაფიცული ბორჯომელი ”აიდიეს ბორჯომი საქართველოსა” და საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებების და მეორე შემთხვევაში უმოქმედობის გამო უკიდურეს მდგომარეობაში იმყოფებიან.
გაფიცულთა გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლოა გადაადგილების პრობლემები შეექმნათ, რისთვისაც მოსახლეობას წინასწარ ვუხდით ბოდიშს და აქვე მოვუწოდებთ ყველას შემოუერთდნენ გაფიცვას. გაფიცული ბორჯომელები ხვალ, 16 ივნისს, 12:00 საათზე გადაკეტავენ ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს.
სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე ვაკისრებთ “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” და საქართველოს მთავრობას "- ნათქვამია ფროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.