აფხაზეთის ომიდან 30 წელი გავიდა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში, სადაც ერთმანეთს ქართველები და აფხაზი სეპარატისტები დაუპირისპირდნენ, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა.
ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წელს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები უძღოდა. 27 ივლისს სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.
ომის შედეგად, საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი. კონფლიქტის შედეგად, ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.