საზოგადოება
ახალციხელი მოხალისეები ბორჯომში გაემგზავრნენ

ახალციხელი მოხალისეები ბორჯომში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად გაემგზავრნენ. ღონისძიება გუშინ სოციალურ ქსელში დაანონსდა. მსურველები დილიდან ბენზინგასამართ სადგურთან შეიკრიბნენ და მეხანძრეებისთვის საკვები და წყალი შეაგროვეს.

მათ ასევე გამოთქვეს მზადყოფნა ცეცხლის ქრობის პროცესში ჩასართავადაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია არის თუ არა ცოცხალი ძალის საჭიროება სტიქიის ზონაში.

| Print |