საზოგადოება
ახალციხელები სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან
ახალციხელი მოხალისეები სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების დასახმარებლად გაემგზავრებიან. ინიციატივა თემო სანდროშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"ხუთშაბათს დილით 10 საათზე ვიკრიბებით გალფის ტერიტორიაზე. ვისაც მანქანით შეგიძლიათ წამოსვლა,უკეთესი, იქნება 2 მინივენიც.
სუფთა წყლის ბალონებიც იქონიეთ, რომ სადმე სასმელი წყალი გავავსოთ(ფული რომ არ ვხარჯოთ წყალში), ვიყიდით საკვებს მეხანძრე_მაშველებისთვის.
ზუსტად არ ვიცით, დაგვრთავენ თუ არა ნებას დახმარებაზე, რთული რელიეფის გამო.... ვიმეორებ, ზუსტად არ ვიცით.... შეიძლება უბრალოდ წყალი და პროდუქტი მივუტანოთ და გამოგვიშვან უკან!!!!
ყოველი შემთხვევისთვის, იქონიეთ ნიჩბები, ხელთათმანები, სქელძირიანი ფეხსაცმელი, პირბადეები და დახრული სათვალე.ეცადეთ გრძელმკლავიანი მაისურები და ქუდები წამოიღოთ...
ვერ წამოვლენ ადამიანები, რომლებიც იქნებიან ნაბახუსევზე, მთვრალები და ვისაც აწუხებს სასუნთქი გზების პრობლემები. ასევე ნუ წამოხვალთ ისეთი ადამიანები, ვინც არ დაემორჩილებით ინსტრუქციებს, რომელსაც ადგილზე გასცემენ კომპეტენტური პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
იქ ზედმეტ ტვირთად არ უნდა დავაწვეთ მაშველებს.
ხუთშაბათი, დილის 10 საათი, გალფის მიმდებარე ტერიტორია! " - წერს თემო სანდროშვილი სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ :