საზოგადოება
რუსეთიდან ფრენები ყველა მიმართულებით გაძვირდა
მოსკოვიდან დუბაიში ცალმხრივი ფრენა ეკონომ პაკეტით - 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ავიაბილეთები თითქმის სულ გაიყიდა. ეს კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში საბრძოლველად 300 000 რეზერვისტის "ნაწილობრივი" მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა. არადა 21 სექტემბრამდე 1 კვირით ადრე, დაახლოებით 5-საათიანი ფრენა $350 ღირდა.

28 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიახაზებზე, კერძოდ, FlyDubai-ზე, ცალმხრივ ეკონომ ბილეთებზე ფასები 2,577 დოლარიდან 4,773 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს ნიშნავს, რომ ბილეთების ღირებულება რუსების საშუალო თვიურ ხელფასზე, რომელიც 965 დოლარია, 2½-ჯერ მეტია.

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქიდან, სანკტ-პეტერბურგიდანაც დუბაიში პირდაპირი ფრენები 2600 დოლარს აღწევს. მოსკოვიდან აბუ დაბიში Etihad Airways-ზე ცალმხრივი ეკონომიური ფრენები დაახლოებით $3000 ღირს.

28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის კვირეულში, აზერბაიჯანის ავიახაზების ეკონომ ბილეთი დუბაის მიმართულებით 988-დან 1040 დოლარამდე მერყეობს, რაც ბოლო პერიოდში გასამმაგებული რიცხვია.

ფასები გაზრდილია კერძო თვითმფრინავების შემთხვევაშიც, ანუ იმ რუსებისთვის, ვისაც სამშობლოდან გასაქცევად მეტი ფულის დახარჯვა შეუძლიათ. Guardian-ის ანგარიშით, კერძო თვითმფრინავებში რუსები ბოლო პერიოდში 21,300-დან და 26,600 აშშ დოლარამდე იხდიან. ეს კი ნორმალურ ფასზე 50-ჯერ მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსეთიდან ფრენები ყველა მიმართულებით გაძვირდა და თითქმის ყველა ავიაბილეთი ელვის სისწრაფით გაიყიდა. მათ კი, ვისთვისაც ოკუპანტი სამშობლოდან თავის დასაღწევი ავიაბილეთები ფაქტობრივად აღარ დარჩა, რუსეთის დასატოვებლად თითქმის ყველა მოსაზღვრე ქვეყანასთან უზარმაზარი საავტომობილო რიგები შექმნეს. საზღვრის გადასაკვეთად, 12-დან 20 საათამდე ლოდინი რუსებს ახლა ფინეთთან, საქართველოსთან, ყაზახეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან უწევთ. მხოლოდ ყაზახეთის საზღვარი ბოლო რამდენიმე დღეში 100 000-მა რუსმა გადაკვეთა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 12 °C
img
ახალქალაქი 9 °C
img
ასპინძა 13 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 10 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 9 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7446
EUR
EUR
1
2.8422
RUB
RUB
100
2.7425
TRY
TRY
1
0.0977
USD
USD
1
2.6783
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.