"მეტი არ ეკუთვნის კიდევ? მისი შვილები სამუდამოდ დაობლდნენ" - მეგი ბაქრაძის დედამთილი ექიმზე
16:36 / 28.12.2022
მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები კლინიკა "იმედის" ექიმის ბრალის დადგენილებას გამოეხმაურნენ. გარდაცვლილი მედდის დედამთილი და მეუღლე „მეცხრე არხთან“ აცხადებენ, რომ ოჯახი ექიმებს გულგრილობაში თავიდანვე ადანაშაულებდა. ბრალის წარდგენას კი კლინიკის დირექტორის და სხვა ექიმების მიმართაც ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კლინიკა "იმედის" ექიმის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება დღეს, 28 დეკემბერს გამოიტანა.
ბრალდებული ექიმის ადვოკატი კი წარდგენილ ბრალსა და მომხდარ ფაქტს შორის ბევრ უზუსტობას ხედავს.