საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა მოხდა დღეს, თბილისის დროით 12:07 საათზე, სოფელ გომთან, რომელიც 4.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ამავე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მიწისძვრა, 3.6 (ML) მაგნიტუდა დაფიქსირდა. ბიძგები იგრძნობოდა სამცხე–ჯავახეთშიც.
კიდევ ერთი მიწისძვრა, ქვეყანაში, 11 თებერვალს ოზურგეთში, 4.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო, 19:33 სთ-ზე მოხდა. ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი გურიაში, კურორტ ბახმაროსთან იყო.