საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია
თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, -ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდოღანმა.

მან მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.

„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი", - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.
| Print |