ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.
თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა, 440-ზე მეტი კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, 500-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევის სამსახურის ცნობით, მისი სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდა იყო.