ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
30 მაისს, ახალციხეში დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მსურველებს დამსაქმებლებთან გასაუბრება, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობასთან, 13:00 საათიდან შეეძლებათ.
"სამუშაოს მაძიებლებს 13:00 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ მათ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ვაკანსია!
დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ქსელური ბრენდები, ასევე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.