12 ივნისს მეხანძრე - მაშველის დღე აღინიშნება
საქართველოში 12 ივნისს მეხანძრე - მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. მეხანძრე - მაშველის პროფესია არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო, რომელიც გმირობას, ვაჟკაცობას და თავგანწირვას მოითხოვს.
მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მათი გადასარჩენად, ისინი მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ.