საზოგადოება
ადიგენში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ადიგენში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის გამო, ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია შეიქმნა. კომისია სამ ნაწილად გაიყო და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული ზიანი შედარებით ნაკლებია, უმეტესად განადგურდა ნათესები და ნარგავები.

წინასწარი მონაცემებით, ბოსტნეულის და მარცვლეულის კულტურებს დაახლოებით მილიონ ლარამდე ზიანი მიადგა, თუმცა მის ანაზღაურებას მერია ვერ უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის 12 და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 6 სოფელი დააზარალა.
| Print |