საზოგადოება
სტიქიამ ადიგენში 12 სოფელი დააზარალა
13 ივნისს სტიქია იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში. ძლიერმა სეტყვამ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სოფლის გზები დააზიანა.
სტიქიისაგან დაზარალებულ სოფლებში იმყოფებოდნენ ადიგენის მერი გოჩა ქიმაძე , საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი და სამსახურის წარმომადგენლები.
მათი ინფორმაციით, მოხდება ზარალის დეტალური შესწავლა და დროული რეაგირება.
გააზიარეთ :