საზოგადოება
ასტეროიდს რაგული ინასარიძის სახელი მიენიჭა

ასტეროიდს ნომრით N32481 - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლის, რაგული ინასარიძის სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ასტეროიდზე მეცნიერი 2012 წლიდან მუშაობდა.

ინასარიძის ინფორმაციით, გაწეული სამუშაოების შედეგების შემდეგ, საერთაშორისო ასტრონომთა საბჭომ 2023 წლის 22 ივნისს, სტეროიდ N32481 მიანიჭა რაგული ინასარიძის სახელი.

ასტეროიდებს ენიჭება იმ ადამიანების სახელი, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ სფეროს განვითარებაში.

პირველად 1970 წელს, ქართველი მკვლევრის მიხეილ ვაშაკიძის სახელი, მთვარის ჩვენთვის უხილავ ნახევარსფეროზე ერთ-ერთ კრატერს დაერქვა, დედამიწის თანამგზავრის კიდევ ერთი კრატერი ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელს ატარებს.

მოგვიანებით ახალაღმოჩენილ მცირე ცთომილს ევგენი ხარაძის სახელი მიანიჭეს, კიდევ ერთ მცირე პლანეტა 1996 წლიდან როლან კილაძის სახელობისაა.
| Print |