საზოგადოება
ციური სხეულები ქართველი მეცნიერების სახელებით
ათასობით ციურ სხეულს შორის, ოთხი მათგანი ქართველი მეცნიერების სახელებს ატარებს. პირველად 1970 წელს, ქართველი მკვლევარის მიხეილ ვაშაკიძის სახელი, მთვარის ჩვენთვის უხილავ ნახევარსფეროზე ერთ-ერთ კრატერს დაერქვა, დედამიწის თანამგზავრის კიდევ ერთი კრატერი ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელს ატარებს. მოგვიანებით ახალაღმოჩენილ მცირე ცთომილს ევგენი ხარაძის სახელი მიანიჭეს, კიდევ ერთ მცირე პლანეტა 1996 წლიდან როლან კილაძის სახელობისაა.

23 წლის შემდეგ, მკვლევარ როლან კილაძის სახელმა, მსოფლიო ასტრონომთა წრეში კიდევ ერთხელ გაიჟღერა. საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა, პლუტონის ზედაპირზე აღმოჩენილ კრატერებსა და ახლო მანძილზე მყოფ სხვადასხვა საგნებს, პლანეტის შესწავლაზე მომუშავე, მსოფლიოს 14 მეცნიერის სახელი მიანიჭა, მათ შორის არის ქართველი მეცნიერი როლან კილაძე.

"როლან კილაძე ქართველი ასტრონომია, რომელმაც ერთერთმა პირველმა ჩაატარა პლუტონის დინამიკის, ასტრომეტრიული და ფოტომეტრიული ნოვატორული კვლევები“ – წერია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მკვლევარი 1931 წელს დაიბადა. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობა 1955 წლიდან დაიწყო. სხვა ციურ სხეულებთან ერთად, აქტიურად საწვლობდა პლუტონს. მან პლანეტის თანამგზავრის - ქარონის არსებობა მის აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე ივარაუდა. მისი ერთ-რთი მოსაზრება იყო, რომ პლუტონი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იყო, რაც მოგვიანებით თანამგზავრების აღმოჩენით დადასტურდა კიდეც.

თუ როლან კილაძე ვარსკვლავებს და პლანეტებს აკვირდებოდა, მისი შვილი დარეჯან ჯაფარიძე მზეს შეისწავლის.

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც მუშაობა მიწევს მამას კოლეგებთან, რომლებიც იცნობდნენ, მთელი სიცოცხლე მათთან გაატარა, მათ გვერდით მუშაობდა, თუმცა მეორეს მხრივ სამწუხაროცაა, რომ ეს ყველაფერი მუდმივად მამას მაგონებს“, -გვითხრა დარეჯან ჯაფარიძემ. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო კონსულტანტია. ციურ სხეულებს მასთან ერთად მამის მეგობრები აკვირდებიან. ერთ-ერთი შოთა ინასარიძეა. მეცნიერი როლან კილაძესთან ერთად, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მის გარდაცვალებამდე მუშაობდა. ისინი დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების დაკვირვებას ერთად ახდენდნენ.

როლან კილაძეს 2001-2005 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის პოსტი ეკავა. მანამდე მან პირველმა გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე და ივარაუდა რომ 2 კმ–ზე მეტი არ იქნებოდა, რაც 28 წლის შემდეგ ჩატარებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა. 1974 წელს მანვე პირველმა შეამჩნია პლანეტა მერკურის ატმოსფერო. 1975 წელს როლან კილაძემ გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი (Nova Cygni). ქართველი ასტრონომი როლან კილაძე 2010 წელს გარდაიცვალა.

„10 წელზე მეტია აბასთუმნის ობსერვატორიის მუზეუმი არსებობს. აქ ერთი კუთხე მთლიანად ბატონ როლანს არის მიძღვნილი“, - ამბობს ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 87 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად, აქ მომუშავე მეცნიერების მიერ, არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. ქართველი მკვლევარის პირველი ასტრონომიული აღმოჩენა, პროფესორ გიორგი თევზაძეს ეკუთვნის. მან 1942 წელს ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი "კომეტა" აღმოაჩინა, რისთვისაც წყნარი ოკეანის რეგიონის ასტრონომიულმა კორპორაციამ სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო ასტრონომთა ყრილობაზე ქართველი მეცნიერი "ჟოზეფ დონოჰოუს" მედლით დააჯილდოვა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში კი პროფესორმა მიხეილ ვაშაკიძემ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა. იგი აკვირდებოდა კიბორჩხალის ნისლეულს, ზეახალი ვარსკვლავის 1054 წლის აფეთქების შედეგად დარჩენილ გაზ-მტვროვან ღრუბელს, რომლის შუაშიც ვარსკვლავი იყო. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სრულიად ახალი ამბავი იყო ასტროფიზიკაში.

ობსერვატორიის დაარსებიდან აღმოჩენილი იქნა ახალი ციური ობიექტები:

• 1942 წელს გ.თევზაძემ აღმოაჩინა ორი ახალი კომეტა;
1948 წელსრამზე (რაისა) ბართაიამ აღმოაჩინა ახალი ვარსკვლავი;

• 1958-1961 წლებში შ.აფრიამაშვილმა აღმოაჩინა სამი ახალი ვარსკვლავი;
• 1967 წელს ა. ჭუაძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი;
• 1971-1989 წლებში გივი ქიმერიძემ აღმოაჩინა ექვსი ზეახალი ვარსკვლავი;
• 1980 წელს რაგული ინასარიძემ აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი;
• 1980-1997 წლებში გივი ქიმერიძემ და რაგული ინასარიძემ აღმოაჩინეს ორი ახალი და ერთი განმეორებადი ახალი ვარსკვლავი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 14 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscom