"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 05:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განძა, ეშტია, დილისკა, აბასთუმანი, სათხა და მიმდებარე სოფლებში;
05:00-დან 08:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, ურაველი, კლდე და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ახალციხეში ასპინძის, რუსთაველის, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოკამი და ვაჩიანი;
11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭობისხევი და დვირი;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ნათენაძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე;
15:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რუსთაველის, გამარჯვების, ბესიკის, ღელის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.