სამცხე-ჯავახეთში ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა!
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - ყველა ერთისთვის, ერთის ჯანმრთელობა ყველასთვის! ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ვაქცინაციით ვიცავთ როგორც მათ, ასევე ჩვენი და გარშემომყოფების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.
უფასო ვაქცინაცია ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00-16:00 საათებში.
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე - ჯაყელის ქუჩა №61ა (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ბორჯომი - რობაქიძის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ახალქალაქი - ხაზ ბახჩას პარკი, თამარ მეფის ქ. №44 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ასპინძა - მეფე თამარის ქ. №3 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
დაბა ადიგენი - ბალახაშვილის ქ. №19 (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა);
ნინოწმინდა - თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ (სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს შენობა).
ცოფი ადამიანისა და ცხოველის საშიში ინფექციური დაავადებაა. თუმცა, მისი პრევენცია შესაძლებელია.