როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 10-14 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
10 -11 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +3 და +5 გრადუსს, ღამით კი მინუს 4 და მინუს 2 გრადუსს ყინვას უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +10 და +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 და + 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს +4 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 6 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც ორივე დღეს +6, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +5 და +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 8 და მინუს 6 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +3 და +4 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში ორივე დღეს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +6 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა. ბაკურიანშიც ორივე დღეს ტემპერატურა დღისით +6 და ღამით მინუს 5 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.