ნახეთ ვის და როდის შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ბაკურიანში დავით აღმაშენებელის, ცხრაწყაროს, მთის და მიმდებარე ქუჩებზე, ნადირმშენის, ლაგირის, დიდველის მიმდებარე ტერიტორიებზე, ანდეზიტში.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დერცელი, კიკიბო, ქვაბიჯვარი.
14:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში.
12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ვლადიმიროვკა, ხულგუმო, ტამბოვკა, ასფარა, გორელოვკა.
15:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპაინის, სპანდარიანის, რუსთაველის, წერეთლის, საიათნოვის, მარჯანიშვილის, ბაღრამიანის, პარუირ-სევაკის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 14:05 საათამდე და 15:25-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს ვალეში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.