მეტი რაღა უნდა მოხდეს გამოდი! - ახალციხეში საპროტესტო აქციები გრძელდება
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან საპროტესტო აქციები გრძელდება.
მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
აქციის მონაწილეებმა კვლავ სოლიდარობა გამოუცხადეს და გათავისუფლება მოითხოვეს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის, რომელიც 24-ე დღეა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს.
"დღეს საქართველოში კოდექსი, კანონმდებლობა, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაიგდეს და ეგრეთწოდებულ პოლიციელებს არ აინტერესებთ ადამიანის უფლებები. წარმოუდგენელია ის სისასტიკე რასაც ვუყურებთ"- გვეუბნება აქციის მონაწილე თაკო თუმანიშვილი.
აქციის მონაწილეები ამბობენ რომ საპროტესტო აქციებს გამართავენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ახალციხეში საპროტესტო აქციები 16 იანვარს განახლდა და დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.