საზოგადოება
ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინდა - PHR
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე საქართველოს დარღვევა დაუდგინა. გადაწყვეტილება 27 ივნისს გამოიტანეს.
„კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის პანსიონში განთავსებული, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები, მათ შორის ზოგიერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობისა და შეურაცხყოფისგან და ამით დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციით აღებული ვალდებულებებ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
კომიტეტმა გადაწყვეტილება წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილ საჩივარზე გამოიტანა.
სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.
ანგარიშების მიხედვით, ბავშვებს შორის ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ბულინგის, ასევე აღმზრდელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური დასჯის ფაქტები, ისეთი ფორმებით როგორიცაა მეტანიის კეთება, საკვების გარეშე დატოვება, ჩაკეტვა და იძულებითი ხოხვა.
გააზიარეთ :