11 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში ნადირმშენის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, რობაქიძის, მერჩულეს და მიმდებარე სოფლებში;
ელექტროენერგია შეეზღუდება, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში აღმაშენებლის, ჭონქაძის, გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში წყრუთი, კლდე, წირა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.