საზოგადოება
მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მწვანე ბარათის პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდი ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას: მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26
რეგისტრაცია დაიწყო 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე და დასრულდება 5 ნოემბერს, 20:00 საათზე.
რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის. რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov
აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას. შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.
მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ :