საბარგო სადგურის დასახლებაში საერთაშორისო მაგისტრალის რეაბილიტაცია დაიწყო
ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზაზე, საბარგო სადგურის დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
ხუთთვიან პროექტს საქარტველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს "ქროსფოინტი" ახორციელებს. ამ დროისათვის ძველი ბორდიურებისა და გზის გამყოფ ზოლზე არსებული რკინა–ბეტონის მოშლა მიმდინარეობს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შეკეთდება, რკინა–ბეტონის მილები და ბეტონის ქვედა საყრდენი კედელი შეკეთდება, მოეწყობა ტროტუარები და გამყოფი ზოლი, შეკეთდება გზაგამტარი, ეზოში შესასვლელები და არსებული ავტოპავილონი, მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
დაახლოებით ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 910 881 ლარი ჯდება. საპროექტო ტერიტორია ფერმერთა მომსახურების ცენტრიდან იწყება და რესტორან "დავითთან" მთავრდება.
სამუშაოები შპს "ქროსფოინტმა" მიმდინარე წლის 16 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს.