საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ინფორმაცია არ აქვს - NDI
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა” კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.
კითხვაზე, გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. აპრილში კომისიამ მიიღო კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ იცოდა, 60% ამბობს, რომ არ იცოდა, ხოლო 8 % აცხადებს, რომ არ იცის.
NDI-ის გამოკითხულთა იმ 32%-დან, რომლებსაც კომისიის მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ სმენია, კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ, 39% აცხადებს, რომ დიახ, 59%-ს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ხოლო 2%-მა - არ იცის.
იმ 32%-დან, რომლებსაც პროცესის შესახებ სმენია, 47% მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოქალაქეების შეხედულებებს ნაწილობრივ ასახავს, 32% აცხადებს, რომ საერთოდ არ ასახავს, 6% ფიქრობს, რომ სრულად ასახავს, ხოლო 15%-მა - არ იცის.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისიდან 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 2,261 პირი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.