სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე სამოქმედო გეგმის ცვლილებების შესახებ იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის სათათბირო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა ერთერთი მთავარი საკითხი იყო, რომელზეც ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმსჯელა.
ცვლილებები შეეხო მხარის ყველა მუნიციპალიტეტს, ძირითად პრიორიტეტებად კვლავ გამოიკვეთა - საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალსადენი სისტემების, საბავშვო ბაღების, კულტურის სახლების, ახალგაზრდული ცენტრების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და მუნიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს მხარის გუბერნატორმა გააცნო, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.