SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
ერთ კვირაში გაჩენილი ხანძრები და დამწვარი ფართობები
20 – 25 აგვისტო საქართველოსთვის განსაკუთრებით ცხელი აღმოჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ხელისუფლებას ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე ადგილას უწევდა. ოფიციალური ვერსიით, დაუდევრობით გაჩენილ ცეცხლს აქრობდნენ ბორჯომისა და პანკისის ხეობაში, ახალციხის, სიღნაღისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, ატენში, დუშეთში, წეროვანსა და თბილისში.
ბოლო ხუთ დღეში, მოულოდნელად გაჩენილი ცხრა ხანძარი და აქედან სამი ტყეში – საზოგადოებაში ეჭვებს აღრმავებს. ,,მეცხრე არხი“ შეეცადა მოემზადებინა გრაფიკა ხანძრების ქრონოლოგიის შესახებ, რომლის მიხედვით დამწვარი ფართობის რაოდენობა ასე გამოიყურება.

20 აგვისტო
1. ბორჯომის ხეობა – სოფლების დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტერიტორია ნაკრძლთან ახლოს, წიწვოვანი ტყე დაახლოებით  - 100 ჰა,

22 აგვისტო
2. ატენი, ზემო ბოშური, წიწვოვან ტყეში - 2 ჰა–ზე მეტი
3. დუშეთი, სოფელი თვალივი 2 ჰა ტყე

23 აგვისტო
4. თბილისი, ვარკეთილი, ავტოსადგომი - 2 ათასი კვ.მ.
5. წეროვანი, ბერტას ქარხნის მიმდებარე ბალახი და ბუჩქნარი 8–10 ჰა
6. სიღნაღი, ბოდბეს მიმდებარე ტერიტორია ასეულობით კვ.მ. ბალახი

24 აგვისტო
7. პანკისის ხეობა, ხმელი ბალახი - 0.5 ჰა

25 აგვისტო
8. აღაიანი, ავტობანის ტერიტორია, მიწის ფართობი 6 ჰა
9. ახალციხე, სოფელი ურაველი - ხმელი ბალახი 2 ჰა



1. ბორჯომის ხეობაში ხანძარი სოფელ წაღვერთან 20 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. თავდაპირველად, ცეცხლი მთაზე ტყის მასივს ეკიდა, ქარისა და კლიმატური პირობების გაუარესების გამო ხანძარი გაძლიერდა. სპეციალური ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, მათ შორის ვერტმფრენისაც, ქვეყნის ხელისუფლებამ ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს დაიწყო. მეორე დღეს ცეცხლმა სოფელ დაბამდე მიაღწია, თუმცა მისი ლოკალიზება მობილიზებული ძალის მიერ დროებით მოხერხდა. 21 აგვისტოს, საღამოს ექვსი საათიდან, ხანძრის ჩაქრობაში უკვე აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროც ჩაერთო. ღამის 9 საათიდან კი ვითარება კიდევ გაუარესდა, ძლიერმა ქარმა ცეცხლის კერების აალება გამოიწვია, ღამის სიბნელისა და კვამლის გამო კი ვერც ქართული დ ვერც აზერბაიჯანული მხარის ვერტმფრენი ვერ დაფრინავდა. შექმნილი ვითარების გამო, 22 აგვისტოს ღამე ადგიზლე ჩავიდა საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც სხვა მინისტრებთან ერთად საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა. სხდომის დასრულების შემდეგ, გაირკვა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის და მიმართეს მეზობელ ქვეყნებსა და ევროკავშირს დახმარების თხოვნით. მეორე დღიდან ხანძრის ჩაქრობის პროცესში ორი თურქული ვერტმფრენი და ერთი სპეციალური თვითმფრინავი ჩაერთო. საბოლოო ჯამში ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს აქრობდა 1000–მდე ცოცხალი ძალა, მეხანძრეების ეკიპაჟი აზრბაიჯანიდან და სომხეთიდან, 8 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი. ბოლო მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ტყის საფარის 100 ჰექტარია დამწვარი. აღსანიშნავია, რომ ცეცხლი იმ ტერიტორიას უკიდია, რომელიც 2008 წელს, საქართველო–რუსეთის ომის დროს რუსეთის ოკუპანტების მიერ დამწვარ ტერიტორიას წაეკიდა.

2. ბორჯომის შემდეგ ხანძარი ატენში, კერძოდ კი ზემო ბოშურში, 22 აგვისტოს, გაჩნდა. ძლიერმა ცეცხლმა წიწვოვან ტყეში 2 ჰა ფართობი გაანადგურა. ბორჯომისგან განსხვავებით ატენის ხეობაში ცოცხალი ძალა მაშინვე იქნა გამოყენებული და შესაბამისად, გართულებები თავიდან იქნა აცილებული. ხანძრის ჩაქრობა რთულმა რელიეფმა და ძლიერმა ქარმა გაართულა. ხანძარი საცხოვრებელი სახლებიდან მხოლოდ ერთი კილომეტრით იყო დაშორებული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე მეხანძრე–მაშველებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

3. 22 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა დუშეთშიც. სოფელ თვალივში, ცეცხლი ტყის მასივის ორ ჰექტარს წაეკიდა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში 70–მდე მეხანძრე და ვერტმფრენი მონაწილეობდა.

4. დუშეთის ტყის მასივის შემდეგ ხანძარი უკვე თბილისში გაჩნდა. 23 აგვისტოს, ვარკეთილში, ზემო პლატოზე ცეცხლი გაჩნდა და მალევე ავტოსადგომზე გადავიდა. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციისთვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ორი ბრიგადა მუშაობდა.
5. 23 აგვისტო, ხანძარი გაჩნდა წეროვანშიც. ბერტას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახებს დაახლოებით 8–10 ჰექტარზე მოედო. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის 3 ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

6. ისევ 23 აგვისტოს, ხანძარი გაჩნდა სიღნაღის რაიონშიც. ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

7. სიღნაღის მერე ხანძრის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ამჯერად პანკისის ხეობიდან გავრცელდა. 24 აგვისტოს, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს მოედო, დაიწვა დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია.

8. 25 აგვისტოს ხანძარი სოფელ აღაიანთან, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის რაიონში გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 7 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახებს მოეკიდა. ხანძარმა 6 ჰა ფართობის მიწა მოიცვა.

9. 25 აგვისტოს ხანძარი ახალციხეშიც გაჩნდა. სოფელ ურაველში, ცეცხლი ბალახებს მოედო და ორ ჰექტარზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობაში სამაშველო ჯგუფები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა.

გახშირებული ხანძრების გამო, Global Forest Watch-ზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ 16 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში სულ 366 ხანძრის შეტყობინება შევიდა. ონლაინმონაცემების მიხედვით, ხანძრის შემთხვევების რაოდენობა ასეთია:
# სამცხე–ჯავახეთი -279
კახეთი - 51
შიდა ქართლი - 16
ქვემო ქართლი - 7
მცხეთა–მთიანეთი - 6
იმერეთი - 5
ოკუპირებული აფხაზეთი - 2

საქართველოში, ბოლო სამ წელიწადში ყველაზე მეტი ხანძარი 2015 წელს დაფიქსირდა და მისმა რაოდენობამ 822 შეადგინა, უფრო ნაკლები იყო 2016 წელს - 616, ხოლო 2017 წელს უკვე 692 ხანძარი დაფიქსირდა.

ბოლო ერთი კვირის მონაცემების მიხედვით, (16–23 აგვისტო) ყველაზე მეტი ხანძარი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთში დაფიქსირდა - 59 663, მას მოყვება თურქეთი - 1 724 -ით, შემდეგ მოდის საქართველო - 366, აზერბაიჯანი - 281 და სომხეთი - 40.



Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activatecasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetperabet girişcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginnerobetsekabetcratosroyalbetcasibomcasibomcasibom girişcratosroyalbetcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018 comCasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahismatbetjojobetMarsbahisalanya escortMeritkingcasibomgalabetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetmatbetPadişahbetcratosroyalbetsekabet girişmarsbahisextrabetjojobet girişjojobet girişEpoxy Garage Floorjojobet girişgrandpashabetmilanobetvdcasinoslotdayjojobet girişjojobet girişmeritkingmatbetultrabetbetpasbetpassekabetMeritkingmagic mushroomscasino levanttaraftarium24jojobetgrandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerperabetperabetcasibomcasibomcasibom