ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ არცევთან ხანძარია
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევის სიახლოვეს ხანძარი ტყის მასივში გაჩნდა. აღნიშნული ტერიტორია გორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ კი სოფლებს ფლავისმანს და ქვეშს ესაზღვრება.
ამ დროისთვის ცხინვალიდან არცევის მიმართულებით გასული სახანძრო მანქანები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა ხანძარმა ფოთლოვანი ტყისა და ბუჩქნარის საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორიც. კახა სამხარაძის განცხადებით, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე სარწყავი წყლის არხი მდებარეობს, შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი კონტროლირებადი დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხანძრის გავრცელებს საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა არის გარკვეული რისკები, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხერხდება, ცეცხლი არ გავრცელდეს იმ მიწის ფართობზეც, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.
წყარო: ,,ინტერპრესნიუსი"