ცეცხლი გაჩნდა დღეს ბორჯომში, თუმცა კერა ლოკალიზებულია
შს მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერა კვლავ შეინიშნებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ლოკალიზებულია.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ცეცხლი ნახანძრალ ტერიტორიაზე იყო, თუმცა სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა.
”ბორჯომი-წაღვერის მიმართულებით მეშვიდე კილომეტრზე ნამდვილად გაჩნდა ხანძარი. ეს არის ნახანძრალი ტერიტორია და დღეს იქ ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე ლოკალიზება გვაქვს. სახანძრო სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა”, - განაცხადა მღებრიშვილმა.