რეგიონის მოსახლეობის ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
7 სექტემბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 747 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ეფრემოვკა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 14:30 საათამდე 900 აბონენტს ადიგენში, აბასთუმანში, ახალციხეში და მიმდებარედ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.