ადიგენის და ახალციხის სოფლებში, ელექროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ახალციხისა და ადიგენის სოფლებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 სექტემბერს, 10:30-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 266 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სვირი, ბოგა, ტატანისი.
10:30-იდან 18:00 საათამდე 842 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში არალი, უდე, წარბასთუმანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.