ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში, ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
28 სექტემბერს, 11:15-დან 18:00-მდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 622 აბონენტს ქალაქ ახალციხეში ზარზმელისა და გამსახურდიას ქუჩებზე, ასევე, სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა, ამხანაგური მებაღეობის და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.