10 ოქტომბრიდან ტემპერატურა დაიკლებს
10 ოქტომბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარიც. ტემპერატურა 16-21 გრადუსამდე დაიკლებს.
"საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ინფორმაციით, 10 და 11 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო მასები გავრცელდება.
"რაც შეეხება 12-13-14 ოქტომბერს, შედარებით გამოიდარებს, თუმცა მთელ საქართველოში არა.ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. 15 ოქტომბრიდან კი ყველგან ისევ წვიმას, ქარსა და ტემპერატურის დაკლებას ველოდებით," - აცხადებს მედიასთან ცენტრის ხელმძღვანელი სვეტლანა ნიორაძე.